გაყიდვების დეპარამენტის ხელძღვანელი

კატეგორია / ქვეკატეგორია

საცალო და საბითუმო ვაჭრობა

/

გაყიდვების მენეჯერი

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა 23 აგვისტო / 23 სექტემბერი

ვაკანსიის ადგილმდებარეობა თბილისი

ანაზღაურება შეთანხმებით

ასაკი ნებისმიერი

სქესი ნებისმიერი

სამუშაო განაკვეთი სრული

სამუშაო გამოცდილება 3 წელი

საგანმანათლებლო ხარისხი ბაკალავრი

ენები
ქართული - მშობლიურიინგლისური - ძალიან კარგად

ფოტოსურათი აუცილებელია

მართვის მოწმობა არ მოითხოვება

My.ge, რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: www.myauto.ge, www.mymarket.ge, www.myhome.ge, www.myparts.ge, www.myjobs.ge, www.myshop.ge www.myads.ge , www.myjobs.ge, www.mysport.ge გეძებს შენ  გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

 

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი;

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;

სამუშაო დღის დასაწყისი: 10:00-დან 19:00-საათამდე;

სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი+1 საათი დასვენება;

შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 6 day off წელიწადში.

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • გაყიდვების  დეპარტამენტისთვის ყოველთვიური/წლიური გეგმების შემუშავება კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
  • გაყიდვების ერთიანი სტანდარტის შექმნა, მართვა და კონტროლი;
  • KPIის განსაზღვრა, როგორც მთლიანი დეპარტამენტისათვის ასევე გაყიდვების მენეჯერებისთვის;
  • გაყიდვების დეპარტამენტისთვის კოორდინაციის გაწევა გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვა განყოფილებებთან;
  • არსებული/ახალი პროდუქტების შექმნასა და რეალიზაციაზე ზრუნვა მარკეტინგის გუნდსა და პროდუქტის მენეჯერებთან ერთად;
  • რეპორტის პერიოდული მომზადება მიმდინარე გაყიდვების მოცულობაზე, გაყიდვების  პროგნოზსა და პოტენციური კლიენტების ბაზაზე;
  • მონიტორინგის გაწევა, კონკურენტი კომპანიების პროდუქტებისა და გაყიდვების სტრატეგიების შეფასება.
  • მსხვილ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია,  მათი ბიზნეს საჭიროებებისა და მოთხოვნების დადგენის მიზნით;
  • გაყიდვების მენეჯერებისთვის დახმარება შეთავაზებებისა და პრეზენტაციის მომზადებაში;
  • მუდმივი კომუნიკაცია გაყიდვების გუნდთან, პროცესებისა და გუნდის ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
  • მოახდინოს გაყიდვების პროცესში მიმდინარე პრობლემების იდენტიფიცირება და კორექტირება;
  • დაეხმაროს გაყიდვების წარმომადგენელს კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნებაში, მოლაპარაკებებსა და გარიგების დასრულებაში;
  • აქტიური მონაწილეობა მიიღოს კანდიდატების შერჩევისა და დაქირავების პროცესში;
  • მუდმივად იზრუნოს დეპარტამენტში შემავალი წევრების მოტივაციაზე, სწავლასა და განვითარებაზე.

 

საკვალიფიკაცო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე;
  • გაყიდვების პრინციპების კარგი ცოდნა, გაყიდვების გუნდის სწავლა განვითარების გამოცდილება;
  • ციფრული პროდუქტების გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა, ექსელის კარგი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

 

პიროვნული თვისებები/უნარჩვევები:

  • ძლიერი ლიდერული  და გაყიდვების გუნდის ინსპირაციის უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური უნარები;
  • პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
  • მოლაპარაკებებისა  უანრი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • დელეგირების უნარი;
  • ტექნიკური უნარი.

 

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტნეს აბონიმენტი;
  • ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსი(British Council Georgia);
  • თავისუფალი სამუშაო გარემო და ახალი ხილი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური

მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

 

თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე.