კლიენტთა მომსახურების ადმინისტრატორი

კატეგორია / ქვეკატეგორია

საოფისე საქმიანობა

/

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა 29 აგვისტო / 29 სექტემბერი

ვაკანსიის ადგილმდებარეობა თბილისი

ანაზღაურება 800 - 1000 ლარი

ასაკი ნებისმიერი

სქესი ნებისმიერი

სამუშაო განაკვეთი სრული

სამუშაო გამოცდილება 1 წელი

საგანმანათლებლო ხარისხი სტუდენტი

ენები
ქართული - მშობლიური
კომპიუტერული პროგრამები
Microsoft Office Excel - კარგადMicrosoft Office Outlook - კარგადMicrosoft Office PowerPoint - კარგადMicrosoft Office Word - კარგად

ფოტოსურათი აუცილებელია

მართვის მოწმობა არ მოითხოვება

კომპანია MY.ge, რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: www.myauto, www.mymarket, www.myhome, www.myparts, www.myjobs, www.myshop გეძებს შენ გამავალი ზარების ოპერატორს.

გიყვართ ხალხთან ურთიერთობა? თვლით, რომ ვერბალური კომუნიკაციის პროფესიონალი ხართ? ადვილად შეგიძლიათ დაეხმაროთ მოხმარებელს პრობლემის გადაწყვეტაში? მაშინ მოდი MY.GEში და ერთად შევუქმნათ კომფორტული გარემო ჩვენს ერთგულ მომხმარებელს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 800-1000 ლარი (Net)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდანპარასკევის ჩათვლით;
სამუშაო გრაფიკი: 09:30დან 18:30 საათამდე;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 6 day off წელიწადში.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • საიტის სესხების ლიდების მოდულიდან მიღებული განაცხადების დამუშავება, მომხმარებელთან დაკავშირება და მონაცემების დაზუსტება;
  • დამუშავებული ინფორმაციის პარტნიორი კომპანიებისათვის გადაგზავნა;
  • დეველოპერული კომპანიების მოდულის ლიდების დამუშავება;
  • ზარების განხორციელება კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებისა და კონტროლის მიზნით;
  • მომხმარებლებთან შესახსენებელი ზარების განხორციელება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
  • ახალი სერვისების შესახებ საპრომოციო ზარების განხორციელება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ კლიენტთა მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმალური გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების სფეროში, ოპერატორის პოზიციაზე;
  • ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • უპირატესობად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია ციფრული მარკეტინგის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;


პიროვნული თვისებები/უნარჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველება;
  • მონაცემთა დამუშავებისა და შეყვანის უნარი;
  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;


ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტნეს აბონიმენტი;
  • ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსი(British Council Georgia);
  • თავისუფალი სამუშაო გარემო და ახალი ხილი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში;
  • უფასო ონლაინ კურსები Udemyზე;


დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე.