გრაფიკული დიზაინერი

კატეგორია / ქვეკატეგორია

მარკეტინგი, რეკლამა

/

დიზაინერი

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა 02 ოქტომბერი / 02 ნოემბერი

ვაკანსიის ადგილმდებარეობა თბილისი

ანაზღაურება 1500 - 2000 ლარი

ასაკი ნებისმიერი

სქესი ნებისმიერი

სამუშაო განაკვეთი სრული

სამუშაო გამოცდილება 2 წელი

საგანმანათლებლო ხარისხი ბაკალავრი

ენები
ქართული - მშობლიური

ფოტოსურათი აუცილებელია

მართვის მოწმობა არ მოითხოვება

კომპანია My.ge,რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: www.myauto, www.mymarket, www.myhome, www.myparts, www.myjobs, www.myshop   გეძებს შენ გრაფიკულ დიზაინერს

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: 15002000 ლარი;

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდანპარასკევის ჩათვლით;

სამუშაო დღის დასაწყისი: 09:00დან 12:00საათამდე;

სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი+1 საათი დასვენება;

შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 6 day off წელიწადში.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალური მასალების დამზადება:
  •  სხვადასხვა  სახის განცხადებების ვიზუალური გაფორმება( მაგ. ვაკანსიების გრაფიკული ასახვა);
  • კომპანიისთვის სხვადახსვა აქტივობებისა და ღონისძიებებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება;
  • მარკეტინგის ხელმძღვანელთან ერთად სხვადასხვა სარეკლამო  მასალის მომზდება თემატიკის შესაბამისად:
  • მუდმივად ტრენდების გაცნობა და  ინოვაციურობის დანერგვისკენ  სწრაფვა;
  • დავალებების შესრულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი ინოვაციური იდეების გენერირება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გრაფიკულ დიზაინერად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • Adobe animate ან Google web designerში მუშაობის გამოცდილება, ანიმაციური ბანერების შესაქმნელად;
  • Adobe photoshopის ცოდნა (აუცილებელი);
  • Adobe illustratorის ცოდნა (აუცილებელი);

 

სასურველია იცოდეს:

  • Adobe After Effectsის ცოდნა  (სასურველი);
  • Adobe indesign ის ცოდნა (სასურველი);

 

პიროვნული თვისებები/უნარჩვევები

  • კრეატიულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვა და დედლაინების შესაბამისად დავალებების შესრულება;
  • ენთუზიაზმი საქმისადმი;
  • გუნდურობა;
  • უკუკავშირისადმი  ღიაობა და ცვლილებებისადმი მუდმივი მზაობა;

 

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტნეს აბონიმენტი;
  • ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსი(British Council Georgia);
  • თავისუფალი სამუშაო გარემო და ახალი ხილი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@my.ge.  სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური

მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

 

თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე.