სამსახურის მაძიებელთა საყურადღებოდ!


დარეგისტრირდით  საიტზე, შეავსეთ რეზიუმეს ფორმა და გააგზავნეთ თქვენთვის სასურველ ვაკანსიაზე, ჩვენთან შევსებული რეზიუმე გაგიადვილებთ სამსახურის მოძიებას.

ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი

კატეგორია / ქვეკატეგორია საოფისე საქმიანობა / ქოლ-ცენტრის ოპერატორი

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა 30 ივნისი / 30 ივლისი

ვაკანსიის ადგილმდებარეობა თბილისი

ანაზღაურება შეთანხმებით

ასაკი ნებისმიერი

სქესი ნებისმიერი

სამუშაო განაკვეთი არასრული

სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება

საგანმანათლებლო ხარისხი ბაკალავრი

ენები
ქართული - ძალიან კარგადინგლისური - დამაკმაყოფილებელადრუსული - დამაკმაყოფილებელად

ფოტოსურათი აუცილებელია

მართვის მოწმობა არ მოითხოვება

დასახელება: ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი

მომწოდებელი: ოდისეა

გამოქვეყნდა: ვადა 30 ივნისიდან 30 ივლისამდე

 

სამუშაო განაკვეთი არის არასრული
 
გამოცდილება  არ არის სავალდებულო
 
ანაზღაურება ფიქსირებულს+ ბონუსი
 
 
 

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია „ოდისეა“ 2016 წლიდან არის წარმოდგენილი წიგნის ბაზარზე. ოდისეას ძირითად საქმიანობას წიგნების და უნიკალური გამოცემების რეალიზება წარმოადგენს. მოკლე დროში კომპანიამ მოახერხა მომსახურების ხარისხით მოეპოვებინა მომხმარებლების ნდობა და კმაყოფილება, რამაც ორგანიზაციას გაფართოების შესაძლებლობა მისცა და ახალი თანამშრომლებისთვის კონკურსიგამოაცხადა.

 

კომპანია ოდისეა სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს გაყიდვების მენეჯმენტის მიმართულებით პროფესიული და კარიერული განვითარების საუკეთესო შესაძლებლობას. გაყიდვების მიმართულებით უფასო სრულ სატრენინგო კურსს და გამოცდილი მენეჯერების დახმარებით პროფესიულ განვითარებას.

 

ჩვენი უპირატესობები:

  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;

  • თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი;

  • გუნდური და სასიამოვნო სამუშაო გარემო;

  • პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება;

  • ფიქსირებული და საბონუსე ანაზღაურება;

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარების მეშვეობით მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;

  • პროდუქციის რეალიზება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება და/ან სტუდენტი;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

 

პიროვნული თვისებები:

  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

  • კომუნიკაბელური;

  • თავდაჯერებული;

  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;

  • თავაზიანი, დელიკატური;

  • პუნქტუალური, მოწესრიგებული;

თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე.