ვებ პროექტების მენეჯერი

კატეგორია / ქვეკატეგორია ხელმძღვანელები - ტოპ მენეჯმენტი / პროექტის მენეჯერი

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა 12 იანვარი / 31 იანვარი

ვაკანსიის ადგილმდებარეობა თბილისი

ანაზღაურება 1500 - 2500 ლარი

ასაკი ნებისმიერი

სქესი ნებისმიერი

სამუშაო განაკვეთი სრული

სამუშაო გამოცდილება 3 წელი

საგანმანათლებლო ხარისხი ბაკალავრი

ენები
ქართული - ძალიან კარგადინგლისური - კარგად
კომპიუტერული პროგრამები
Microsoft Office Excel - კარგადMicrosoft Office PowerPoint - კარგადMicrosoft Office Word - კარგად

ფოტოსურათი აუცილებელია

მართვის მოწმობა არ მოითხოვება

MY.GE  აცხადებს ვაკანსიას ვებ პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

 

MY.GE  -  ინტერნეტ სერვისების მომწოდებელი კომპანია საქართველოში. მის შემადგენლობაში შედის ისეთი პოპულარული და მოთხოვნადი საიტები, როგორიცაა: www.MyAuto.ge, www.MyMarket.ge, www.MyHome.ge, www.MyParts.ge, www.MyJobs.ge, www.MySports.ge და საბანერე რეკლამების სისტემა www.MyAds.ge

გთავაზობთ სტაბილურ და შემოქმედებით სამსახურს პროგრესულ და სწრაფად განვითარებად კომპანიაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ხედვა და კრეატიული მიდგომები!

 

ვებ პროექტების მენეჯერი მართავს ორგანიზაციის ვებ გვერდებისა და სერვისების განახლება-განვითარების პროექტებს. მისი ფუნქციები მოიცავს:

  • სამუშაო პროცესების აღწერა, ტექნიკური დავალების შექმნა
  • პროექტის სრული სურათის შედგენა,  დავალებების დონეზე გაწერა
  • რესურსების (ადამიანური, მატერიალური და დროის) დაგეგმვა და გადანაწილება
  • სამუშაოს შესრულების პროცესის მართვა (ყოველკვირეული დაგეგმვა და შესრულების კონტროლი)
  • პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, დაკავშირებულ (შიდა და გარე) მხარეებთან ურთიერთობა, შესაბამისი მოკვლევის ჩატარების, პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების თუ სხვა მიმდინარე საჭიროებების შესრულების მიზნით

ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გქონდეთ ვებ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება!

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ვებ პროექტების მართვის გამოცდილება
  • პროექტების დაგეგმვის, ვადების დადგენის, პროექტის გუნდისა და შესრულების პროცესის დროში მართვის უნარი
  • სასურველია პროექტების Agile მეთოდით მართვის, Jira-ში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება
  • საოფისე და პროექტების მართვის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა
  • სასურველია დეველოპერული გამოცდილება 

 

ჩვენი გუნდი თქვენი შესაფერისია თუკი:

  • ხართ კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია თქვენთვის;
  • შეგიძლიათ სრული სურათის დანახვა და დეტალიზაცია;
  • გაქვთ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გაქვთ სამუშაოსადმი პოზიტიური დამოკიდებულება.

 

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების განხილვა
  • გასაუბრება (პირველადი; გუნდთან შეხვედრა)
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის ეტაპზე, შესაძლოა შესასრულებლად გადმოგეცეთ პატარა სატესტო დავალება

კომპანიის მიმდინარე პროდუქტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებ გვერდზე https://www.my.ge/; გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე.

MY.GE გუნდი წარმატებებს გისურვებთ!

 

თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე.