ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი

კატეგორია / ქვეკატეგორია

ფინანსები, ბუღალტერია, ბანკები

/

აქტივების მმართველი

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა 16 აგვისტო / 16 სექტემბერი

ვაკანსიის ადგილმდებარეობა თბილისი

ანაზღაურება 100 - 500 ლარი

ასაკი 18 - 40

სქესი ნებისმიერი

სამუშაო განაკვეთი სრული

სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება

საგანმანათლებლო ხარისხი სტუდენტი

ენები
ქართული - ძალიან კარგად

ფოტოსურათი არ არის აუცილებელი

მართვის მოწმობა არ მოითხოვება

„ფინანსური ბიურო“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 400-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების დამუშავებაა.

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას „ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის“ პოზიციაზე.

 

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე;  შაბათი: 10:00-დან 15:00-მდე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

 

სამუშაოს აღწერა:

  • დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
  • კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება ;
  • ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook)

 

კომპეტენციები და უნარები:

  • მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე.