Myshop-ის ადმინისტრატორი

კატეგორია / ქვეკატეგორია

ხელმძღვანელები - ტოპ მენეჯმენტი

/

ადმინისტრატორი

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა 30 მაისი / 29 ივნისი

ვაკანსიის ადგილმდებარეობა თბილისი

ანაზღაურება შეთანხმებით

ასაკი ნებისმიერი

სქესი ნებისმიერი

სამუშაო განაკვეთი სრული

სამუშაო გამოცდილება 2 წელი

საგანმანათლებლო ხარისხი ბაკალავრი

ენები
ქართული - მშობლიური

ფოტოსურათი აუცილებელია

მართვის მოწმობა არ მოითხოვება

კომპანია "My.ge", რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: www.myauto , www.mymarket , www.myhome , www.myparts , www.myjobs , www.myshop  გუნდისთვის ეძებს საიტის ადმინისტრატორს.

ჩვენი გუნდი კიდევ უფრო იზრდება! გვესაჭიროება გუნდის ახალი წევრი, რომელიც იქნება MyShop-ის ადმინისტრატორი. ადამიანი, რომელიც უფრო მრავალფეროვანს გახდის  ჩვენს საიტს. იქნება საქართველოს მოსახლოების 60%ის მეგობარი და ითანამშრომლებს სხვადასხვა კომპანიებთან. თუ ერკვევი ტექნიკაში, ხარ მოტივირებული და გაქვს გაყიდვების უნარი - გელოდებით ძალიან მაგარ გუნდში, ბევრი სიურპრიზებით.

 

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი

სქესი: ნებისმიერი

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა და ხელშეკრულების გაფორმება;
  • პარტნიორი კომპანიებისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის განახლება;
  • პროდუქციის საიტზე დამატებამდე გადამოწმება და შესაბამისი ინფორმაციის ან/და მონაცემების აღწერაში დამატება;
  • ბაზრის პერიოდული კვლევა , ანალიზი და მარაგების კონტროლი;
  • კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია და პროდუქციის შეძენაში ან განვადების განაცხადის შევსებაში დახმარების გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება პროდუქტის შესახებ;
  • კურიერთან ურთიერთობა და შეკვეთის დასრულებაში მონაწილეობის მიღება;
  • ონლაინ განვადებების მართვა და განვადების ბარათების აღრიცხვა;
  • წერილობითი და ზეპირი რეპორტების მომზადება ხელმძღვანელისთვის;
  • საიტის განახლებაში მონაწილეობა პროექტების მენეჯერთან ერთად.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (ტექნიკის მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად) ;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური).

 

პიროვნული თვისებები/უნარჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტნეს აბონიმენტი;
  • ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსი;
  • თავისუფალი სამუშაო გარემო და ახალი ხილი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში;

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, თავისუფალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე.

 

თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე.