ფარმაცევტის თანაშემწე

კატეგორია / ქვეკატეგორია

მედიცინა, ფარმაცია

/

ფარმაცევტი

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა 01 ივლისი / 31 ივლისი

ვაკანსიის ადგილმდებარეობა თბილისი

ანაზღაურება 150 - 300 ლარი

ასაკი 18 - 35

სქესი მდედრობითი

სამუშაო განაკვეთი სრული

სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება

საგანმანათლებლო ხარისხი საშუალო განათლება

ენები
ქართული - ძალიან კარგად

ფოტოსურათი აუცილებელია

მართვის მოწმობა არ მოითხოვება

გვესაჭიროვება ფარმაცევტის თანაშემწე. თუ დაინტერესდებით ჩვენი ვაკანსიით გთხოვთ დეტალურად წაიკითხოთ და გაითვალისწინოთ ქვემოთხსენებული ინფორმაცია.

ჩვენ ვართ კერძო უბნის აფთიაქი და აქედან გამომდინარე გვაქვს თბილი და ოჯახური დამოკიდებულება თანამშრომებს შორის და ჩვენს მომხმარებლებთან. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მეგობრულ, თბილ და ხალისიან დამოკიდებულებას ყველას მიმართ. ამგვარი გარემო გვაძლევს საშვალებას მყუდრო გარემოში შევასწავლოთ მსურველებს ფარმაციის პროფესია. სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს განათლება ან სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში მაგრამ სავალდებულო არ არის. ჩვენ ადგილზე შევასწავლით სტაჟიორებს მათთვის საჭირო ინფორმაციას და უნარჩვევებს. მთავარია სტაჟიორი იყოს მონდომებული და ცოცხალი, იყოს პუნქტუალური, მოწესრიგებული, ჰქონდეს პასუხისმგებლობის შეგრძნება. ამ პოზიციაზე ასაკი შეზღუდულია 1835 წლამდე.

ფარმაცევტის თანაშემწეს ევალება მედიკამენტების და პარაფარმაციის მოძიება და მოტანა სალაროსთან, მოსული საქონლის მიბარება და დალაგება, მომხმარებლის კონსულტაცია, გაყიდული სახონლის აღწერა, აფთიაქში წესრიგის შენარჩუნება.

აფთიაქი მუშაობს ყოველდღე 9:0023:00, ეს დრო იყოფა ორ ცვლად 9:004:00 და 4:0023:00. დასვენების დღეები და ცვლები ნაწილდება მონაცვლეობით თანამშრომლებს შორის შეთანხმების საფუძველზე. შესაძლებელია არასრული გრაფიკით მუშაობაც კვირაში 34 ცვლის აღებით რაც ხელმისაწვდომს ხდის მუშაობას სტუდენტებისთვის, დედებისთვის და საქმიანი ადამიანებისთვის.

ხელფასი ანგარიშდება შესრულებული ცვლების მიხედვით, რამდენ ცვალსაც შეასრულებს თანამშრომელი ხელფასსაც შესაბამისს აიღებს. სტაჟირების პერიოდში ხელფასი არის ცვლაში 5 ლარი და შემდგომ იმატებს დაწინაურების და დამსახურების მიხედვით. სტაჟირების პერიოდი გრძელდება იქამდე სანამ სტაჟიორი ბოლომდე შეისწავლის მისთვის საჭირო ინფორმაციას და მოვალეობებს. აყვანილ კადრს უკვე ერიცხება ბონუსები ყოველ თვე მუშაობის მიხედვით.

აფთიაქი მდებარეობს ხუდადოვის N99 (ლოტკინის პოლიციის მოპირდაპირე მხარეს). ამ მისამართზე ვაგზლიდან ამოდის მარშუტკა და რამოდენიმე ავტობუსი, ღრმაღელეს მეტროდან (თემქა/ზღვის გავლით) ავტობუსი. გთხოვთ გაითვალისწინოთ აფთიაქის ადგილმდებარეობა და ტრანსპორტირების საკითხი.

 

თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე.