• ჩვენ შესახებ
  • ვაკანსიები
  • რეზიუმეები
  • კომპანიები
  • დახმარება
  • რეკლამა
  • კონტაქტი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
    • ქართული
    • English
    • Русский

რეზიუმეს დამატება ვაკანსიის დამატება კომპანიის დამატება ვაკანსიის გამოწერა

  • 1. ხშირად დასმული კითხვები

    ხშირად დასმული კითხვები

    შეკითხვები

    კითხვა:
    არის თუ არა ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვაკანსია რეალური?
    პასუხი:
    ვებ გვერდის ადმინისტრაცია ამოწმებს ყველა გამოქვეყნებული ვაკანსიის რეალობას, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვერ ვიძლევით 100%-იან გარანტიას ინფორმაციის სრულ სისწორეში.

    კითხვა:
    ვერ ვაქვეყნებ განცხადებას.
    პასუხი:
    1) განცხადების განსათავსებლად გთხოვთ დაარეგისტრირდეთ კომპანიის საიტზე, ასევე ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ მიიღეთ მითითებულ ბმულზე https://www.myjobs.ge/pages.php?page=help&help_id=46, ან გამოგვიგზავნეთ განსათავსებელი ტექსტი ელ-ფოსტაზე myjobs@my.ge და ჩვენ ვუზრუნველყოფთ ვაკანსიის საიტზე განთავასებას.

    2) თუ პრობლემა ტექნიკური ხასიათისაა მაშინ გთხოვთ დაუკავშირდეთ ვებ გვერდის ადმინისტრაციას, შემდეგ მისამართზე: myjobs@my.ge ან ტელეფონის ნომერზე: (+995 322) 2 20 42 42 შიდა ნომერი (5)

    კითხვა:
    სად მოვიძიო CV-ის ფორმა.
    პასუხი:
    იმისათვის, რომ თქვენი პროფილი 100%-ით იყოს შევსებული, აუცილებელია დარეგისტრიდეთ საიტზე და შეავსოთ რეზიუმეს ფორმა იხ. ბმული https://www.myjobs.ge/pages.php?page=help&help_id=52

    კითხვა:
    ეხმარება თუ არა MyJobs.GE მათ ვინც ეძებს სამსახურს?
    პასუხი:
    დიახ, თუ თქვენ ხართ დარეგისტრირებული ჩვენს საიტზე და პროფილი შევსებული გაქვთ 100%-ით, თქვენი მონაცემები შენახულია ჩვენს ბაზაში, რომელზეც წვდომა აქვს როგორც ჩვენი კომპანიის რეკრუიტინგულ განყოფილებას, ასევე 6 000 მდე სხვა კომპანიას, რომელიც დაინტერესებულია კადრების შერჩევით. კომპანია სასურველ კადრს ეძებს ბაზაში, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით და შემდეგ უკავშირდება შერჩეულ კანდიდატს პროფილში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის მიხედვით.

    კითხვა:
    პროფილის დარეგისტრირების შემთხვევაში, იგზავნება, თუ არა ავტომატურად ჩემი რეზიუმე, საიტზე განთავსებულ ყველა ვაკანსიაზე.
    პასუხი:
    თქვენი რეზიმე არ იგზავნება ყველა ვაკანსიაზე ავტომატურად.

    კითხვა:
    ვის შეუძლია ჩემი პროფილის ნახვა?
    პასუხი:
    თქვენს პროფილზე, წვდომა აქვს მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც არიან ჩვენთან რეგისტრირებულები.
    თუ გსურთ, კომპანიას არ ჰქონდეს წვდომა თქვენს მონაცემებზე შეგიძლიათ გამორთოთ თქვენი პროფილი და იყოს მხოლოდ დახურული (პროფილის დახურვა ხდება რეზიუმეს პარამეტრებიდან: ღია რეზიუმე/დახურული რეზიუმე; აქტიური/არააქტიური)

  • 2. როგორ დავრეგისტრირდე საიტზე?

    როგორ დავრეგისტრირდე საიტზე?

    • ვებ გვერდის სერვისებით სრულყოფილად სარგებლობისათვის, აუცილებელია საიტზე დარეგისტრირება: 
      • მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია.
      • აირჩიეთ რეგისტრაციის ფორმა (ფიზიკური პირი თუ კომპანია).
      • გახსნილ გვერდზე შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი.
      • დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია.
    • რეგისტრაციის შემდეგ ჩვენი სერვისით სარგებლობისათვის, გაიარეთ ავტორიზაცია, ანუ შედით თქვენ მიერ შექმნილ მომხმარებლის პროფილში. ავტორიზაციის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი განცხადებები/რეზიუმე და ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.
  • 3. როგორ დავამატო რეზიუმე?

    როგორ დავამატო რეზიუმე?

    • გაიარეთ ავტორიზაცია და დააჭირეთ ღილაკს 'ჩემი რეზიუმე' გახსნილ გვერდზე შეავსეთ ყველა 'სავალდებულო ველი'. 
    • 'სავალდებულო ველი'- ში შედის: მომხმარებლის ინფორმაცია/სასურველი სამუშაო/სამუშაო გამოცდილება/განათლება, კვალიფიკაცია/ენების ცოდნა.
    • გაითვალისწინეთ, რომ განცხადების დამატების შემდეგ კორექტირების შეტანა შესაძლებელია.
  • 4. როგორ დავამატო განცხადება?

    როგორ დავამატო განცხადება?

    • გაიარეთ ავტორიზაცია და დააჭირეთ ღილაკს ვაკანსიის/ტრენინგის განცხადების დამატება, გახსნილ გვერდზე შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი (სავალდებულო ველებში იგულისხმება ქართული).
    • გაითვალისწინეთ, რომ განცხადების დამატების შემდეგ კორექტირების შეტანას ვეღარ მოახერხებთ.,
    • პაკეტი „სტანდარტი“-ს ფარგლებში თქვენ ანთავსებთ განცხადებას უფასოდ საიტზე, მოგდით მხოლოდ აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი რეზიუმეები. თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ 5 უფასო ვაკანსია ყოველი მომდევნო ვაკანსიის განთავსების ღირებულება შეადგენს 10 ლარს.
    • *შენიშვნა* დასაქმების სააგენტოსთვის განცხადების განთავსება ფასიანია და შეადგენს 30 ლარს + VIP საჩუქრად
  • 5. როგორ მოვძებნო განცხადება?

    როგორ მოვძებნო განცხადება?

    • ვებ გვერდზე განთავსებული განცხადებების ძებნა შეგიძლიათ დაიწყოთ მთავარი გვერდიდან დეტალური ძებნის დახმარებით:
      • ირჩევთ ვაკანსიის ადგილმდებარეობას (მაგ. თბილისი, ქუთაისი და ა.შ)
      • შეგიძლიათ აირჩიოთ: ასაკი; სქესი; ანაზღაურება; სამუშო განაკვეთი; სამუშო გრაფიკი; სამუშაო გამოცდილება; საგანმანათლებლო ხარისხი; ენა
  • 6. როგორ დავამატო განცხადება 'VIP' - ში?

    როგორ დავამატო განცხადება 'VIP' - ში?

    • პაკეტი „VIP“-ის ფარგლებში თქვენი ვაკანსია განთავსდება სტანდარტულ განცხადებებზე წინ, განცხადების განთავსება ფასიანია.
    • VIP პაკეტის ღირებულებაა 1 თვის განმავლობაში 30 ლარი. პაკეტის ფარგლებში, თქვენ მიიღებთ წვდომას და ავტომატურად ჩაგივარდებათ თქვენს კაბინეტში შესაბამისი კატეგორიიდან ბოლო ახალი 6 თვის რეზიუმეები თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.
  • 7. როგორ დავამატო განცხადება 'VIP+' - ში?

    როგორ დავამატო განცხადება 'VIP+' - ში?

    • პაკეტი „VIP+“-ის ფარგლებში თქვენი განცხადება განთავსდება ვიპის ზემოთ რომელიც მოიცავს ასევე VIP პაკეტის სერვისს, დამატებით თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გახსნათ ასევე 30-ამდე რეზიუმე რომელსაც თქვენ მოიწონებთ. ასევე თქვენი განცხადება დაემატება myads.ge - ზე და გამოჩნდება ჩვენს სხვადასხვა საიტებზე როგორებიცაა, myauto.ge, mymarket.ge, myhome.ge, myparts.ge, mysports.ge. ასევე თქვენი განცხადება გაზიარდება ჩვენი ფეისბუქის გვერდზე სადაც 100 000 - ზე მეტი მომხმარებელი გვყავს.
    • VIP+ პაკეტის ღირებულებაა 60 ლარი.
  • 8. როგორ განვაახლო განცხადება?

    როგორ განვაახლო განცხადება?

    • ძებნის შედეგებში შესაბამისი კატეგორიის განცხადებები ჩანს შემდეგი თანმიმდევრობით: პირველი გამოდის  VIP+ განცხადებები, შემდეგ VIP, ხოლო შემდეგ ყველა განცხადება განთავსების ქრონოლოგიის მიხედვით.
    • ახალი დამატებული განცხადებები ჩანს ძველ განცხადებებზე წინ, ხოლო ბოლო ვადის გასვლის შემდეგ ავტომატურად იშლება.
    • იმ შემთხვევაში თუ გსურთ რომ თქვენი განცხადების დადების თარიღი შეიცვალოს განახლების დღის თარიღით და იგი გადავიდეს პირველ გვერდზე (ქრონოლოგიის მიხედვით), ან ბოლო ვადის გასვლამდე ვერ მოახერხეთ სასურველი კანდიდატის მოძიება და გსურთ განცხადება არ წაიშალოს, შეგიძლიათ მისი განახლება.
    • შეგიძლიათ ისარგებლოთ ორი სახის განახლების სერვისით:
      • ფასიანი განახლება - განახლებას შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ფასიანი განახლების შესაძენად, ბალანსი უნდა გქონდეთ შევსებული შესაბამისი ოდენობის თანხით. პირველ რიგში დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი, მიიტანეთ მაუსი სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში, გამოჩნდება მენიუ. დააჭირეთ ღილაკს განახლება, გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ ფასიანი განახლება, შემდგომ დააკლიკეთ ღილაკს განახლება და დაადასტურეთ თქვენი მოთხოვნა გახსნილ ფანჯარაზე ok ღილაკზე დაჭერით. ამით თქვენი განცხადება განახლებულია. ფასიანი განახლების ღირებულებაა 0.10 ლარი.
      • ავტომატური განახლება - ფუნქციის შეძენის შემთხვევაში განახლება ხდება სისტემის მიერ ავტომატურად, ყოველ 24 საათში ერთხელ, კონკრეტულად თქვენ მიერ მითითებულ დროს. ავტომატური განახლების შესაძენად, ბალანსი უნდა გქონდეთ შევსებული შესაბამისი ოდენობის თანხით. პირველ რიგში დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი, მიიტანეთ მაუსი სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში, გამოჩნდება მენიუ. დააჭირეთ ღილაკს განახლება, გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ ავტომატური განახლება, შემდგომ დააკლიკეთ ღილაკს ავტომატური განახლების შეძენა. აირჩიეთ ავტომატური განახლების დღეების რაოდენობა და განახლების დრო და დაადასტურეთ თქვენი მოთხოვნა შეძენა ღილაკზე დაჭერით. ამით ავტომატური განახლების ფუნქცია შეძენილია თქვენ მიერ მითითებული დღეების განმავლობაში. ავტომატური განახლების ღირებულებაა დღეში 0.15 ლარი.
  • 9. როგორ შევავსო ბალანსი?

    როგორ შევავსო ბალანსი?

    • 1. ბალანსის შევსება სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით:
      ბალანსის შესავსებად დაგჭირდებათ თქვენი მომხმარებლის სახელი ან მომხმარებლის ID ნომერი (მითითებულია ჩემ გვერდზე, მომხმარებლის პროფილში) და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი (Paybox, Express pay ან i Pay).  ჩარიცხვის პროცესი შესაბამის სწრაფი ჩარიცხვის აპარატში შემდეგნაირია:  
      • MyJobs.ge ჯერ არ არის დამატებული აპარატებზე ამიტომ მიყვებით შემდეგ პროცედურას და ისე შეავსებთ ბალანსს Paybox >> სხვადასხვა >>  MyHome.ge/ან MyMarket.ge>> დადგებით და ჩაწერთ მომხმარებლის სახელს (რომლითაც გადიხართ ავტორიზაციას საიტზე) ან მომხმარებლის ID ნომერს და ჩარიცხავთ თანხას. 
      • MyJobs.ge ჯერ არ არის დამატებული აპარატებზე ამიტომ მიყვებით შემდეგ პროცედურას და ისე შეავსებთ ბალანსს Express Pay >> სხვა გადასახდელები >> MyHome.ge/ან MyMarket.ge >> ჩაწერთ მომხმარებლის სახელს (რომლითაც გადიხართ ავტორიზაციას საიტზე) ან მომხმარებლის ID ნომერს და ჩარიცხავთ თანხას;
      • MyJobs.ge ჯერ არ არის დამატებული აპარატებზე ამიტომ მიყვებით შემდეგ პროცედურას და ისე შეავსებთ ბალანსს Paybox >> სხვა გადასახდელები >> MyHome.ge/ან MyMarket.ge >> ჩაწერთ მომხმარებლის სახელს (რომლითაც გადიხართ ავტორიზაციას საიტზე) ან მომხმარებლის ID ნომერს და ჩარიცხავთ თანხას. 
    • ჩარიცხული თანხა მომენტალურად აისახება ვებ გვერდზე, თქვენს ანგარიშზე სრულად საკომისიოს გარეშე.

    • 2. ბალანსის შევსება პლასტიკური ბარათის საშუალებით:
      ანგარიშის შევსება ხდება VISA/Mastercard პლასტიკური ბარათის საშუალებით, თქვენ მიერ გადმორიცხული თანხა ჩაირიცხება თქვენი მომხმარებლის ბალანსზე. 
      • პლასტიკური ბარათით ანგარიშის შესასვებად დააჭირეთ ამ ბმულს. შეიყვანეთ სასურველი თანხის ოდენობა და გააგრძელეთ თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემების შევსებით, დაადასტურეთ ოპერაცია. ჩარიცხული თანხა მომენტალურად აისახება თქვენ ბალანსზე.

    • 3. ბალანსის შევსება თქვენი საბანკო ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით (ეს მეთოდი რეკომენდირებულია იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც სურთ დღგ-ის ფაქტურის მიღება და MyJobs.ge საიტზე დახარჯული თანხების ხარჯებში გატარება):
      • საბანკო გადმორიცხვით ბალანსის შესავსებად, მოგვწერეთ კონტაქტის ფორმის საშუალებით, ან ელ ფოსტაზე MyJobs@My.ge , მიუთითეთ თქვენი კომპანიის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი), თქვენი ელ. ფოსტა (მომხმარებლის სახელი) და თქვენთვის სასურველი თანხის ოდენობა. ჩვენი წარმომადგენელი მითითებულ ელ. ფოსტაზე გადმოგიგზავნით ინვოისს. ამგვარად, გადმორიცხავთ თანხას უშუალოდ თქვენი კომპანიის ანგარიშიდან შპს"მაი.ჯი"-ს ანგარიშზე. გადმორიცხული თანხა აისახება თქვენი ვებ. გვერდის ბალანსზე და ისარგებლებთ საიტის სერვისებით, ასევე, შეძლებთ MyJobs.ge საიტზე დახარჯული თანხების ხარჯებში გატარებას (დღგ-ის ფაქტურის მიღება).
  • 10. როგორ განვათავსო განცხადება MyJobs.Ge-ს Facebook გვერდზე?

    როგორ განვათავსო განცხადება MyJobs.Ge-ს Facebook გვერდზე?

    • Facebook -ზე განცხადების განთავსების სერვისი გულისხმობს, რომ თქვენი განცხადება პოსტის სახით დაიდება MyJobs.Ge -ს Facebook გვერდზე, რომელსაც აქვს 130 ათასზე მეტი მოწონება. გვერდზე განთავსებული თითოეული განცხადება, მოკლე პერიოდში გამოუჩნდება საშუალოდ ორი ათას მომხმარებელს. 
    • MyJobs.Ge -ს ოფიციალური Facebook გვერდი იხილეთ ბმულზე:

      https://www.facebook.com/myjobsge/

    • Facebook გვერდზე განცხადების განთავსების სერვისის შეძენის შემთხვევაში, თქვენი განცხადება MyJobs.Ge- ს ოფიციალურ Facebook გვერდზე დაიდება, სერვისის შეძენიდან საშუალოდ 1 სამუშაო დღის განმავლობაში.
      • სერვისის არასამუშაო საათებში შეძენისას, განცხადება განთავსდება მომდევნო სამუშაო დღეს.
      • ერთი განცხადება, ასევე უნიკალური მომხმარებლის მიერ შეძენილი, მსგავსი შინაარსის მქონე განცხადებები 48 საათის განმავლობაში შეიძლება Facebook გვერდზე განთავსდეს მხოლოდ ერთხელ.
      • განცხადება რომელიც არღვევს საიტის მოხმარების წესებს, არ განთავსდება Facebook გვერდზე და მოხდება მისი ვებ გვერდიდან წაშლა. ასეთ შემთხვევაში, სერვისში გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. 
      • სერვისის ღირებულება შეადგენს 3 ლარს და გულიხმობს განცხადების ერთჯერადად განთავსებას MyJobs.Ge - ს ოფიციალურ Facebook გვერდზე.
  • 11. როგორ წავშალო რეზიუმე ?

    როგორ წავშალო რეზიუმე ?

    • აირჩიეთ გრაფა: „ჩემი რეზიუმე“
    • შემდეგ „მომხმარებლის ინფორმაცია“
    • დააჭირეთ ღილაკს „ რეზიუმეს წაშლა“

     

     და თქვენი რეზიუმე წაიშლება საიტიდან. თვალსაჩინოებისთვის იხ:

     

     

  • 12. როგორ დავხურო რეზიუმე ?

    როგორ დავხურო რეზიუმე ?

    • აირჩიეთ გრაფა: „ჩემი რეზიუმე“
    • შემდეგ „მომხმარებლის ინფორმაცია“
    • დააჭირეთ ღილაკს „რეზიუმეს პარამეტრები“
    • დააჭირეთ ღილაკს „დახურული რეზიუმე“

     

     შედეგად თქვენი რეზიუმე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ თქვენთვის. თვალსაჩინოებისთვის იხ:




MyJobs- დასაქმება, ვაკანსიები, რეზიუმეები(CV)